TOP-NEWS.GE / აკაკი კაკაურიძის სახელობის თასი ქუთაისელ მოკრივეს გადაეცა

აკაკი კაკაურიძის სახელობის თასი ქუთაისელ მოკრივეს გადაეცა

1-4 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში, ახალგაზრდებს შორის. 

 ტურნირში საქართველოს, ლიეტუვის, თურქეთის, ისრაელის, საბერძნეთის და სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობენ.

ორთაბრძოლები გაიმართა, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. 

ტურნირის მთავარი პრიზი-აკაკი კაკაურიძის სახელობის თასი ქუთაისელ მოკრივეს, დავით მხეცაძეს (80კგ.) გადაეცა.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

5-05-2025, 09:37
უკან დაბრუნება