საკადრო ცვლილება ხარაგაულის მერიაში.
ა(ა) იპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკოლოზ მაჭავარიანი დაინიშნა.
ახლად დანიშნული დირექტორი თანამშრომლებს მერის პირველმა მოადგილემ წარუდგინა და წარმატებები უსურვა.
როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა გამარტა, გარკვეული ხედვები და მიდგომები საჭიროებს გადახედვას, რის გამოც ა(ა) იპ-ში სიახლეების განხორცილება საჭირო გახდა.
“ბატონი ნიკოლოზი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. დავაკვირდებით მის საქმიანობას და მაქსიმალურად მომთხოვნები ვიქნებით შედეგების კუთხით. ეს არის ა(ა) იპ, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის სწავლა-განათლებას ემსახურება, ამიტომ ყველა საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
ბატონი ნიკოლოზი ნადვილად არის გამოცდილი კადრი. წლების განმავლობაში განათლების და კულტურის სფეროში მუშაობდა, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ახლა მთავარია დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის მიზნით მეტად დაიხარჯოს.რაც მთავარია, თავისი შესაძლებლობები მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმისთვის გამოიყენოს. ასევე არ დაავიწყდეს, რომ მერიის დაფუძნებულია ა(ა)იპ-ი და მერიასთან შეძლოს სათანადო თანამშრომლობა, ადეკვატური იყოს საკრებულოსთან დამოკიდებულებაში. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაამართლებს, წინააღმდეგ შემთვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება. თანამდებობა მუდმივი არაა და ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს,”-განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ინფორმაციისათვის, ჰამლეტ ბერაძე, რომელოც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა, საქმიანობას მერიაში, კულტურის საკითხებში მერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.