TOP-NEWS.GE / ხარაგაულში “ქართული ოცნების” კონფერენცია გაიმართა

ხარაგაულში “ქართული ოცნების” კონფერენცია გაიმართა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციაში კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას, რომელზეც დელეგატები აირჩიეს, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა.

დელეგატებად აირჩიეს შემდეგი პირები:

კობა ლურსმანაშვილი-მუნიციპალიტეტის მერი და  ამავე დროს, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;

მანანა ბარბაქაძე-ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე;

შალვა ლურსმანაშვილი-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე;

ზურაბ ლურსმანაშვილი-აქტივის კოორდინატორი.

დელეგატები 7 მაისს, თბილისში გამართულ ყრილობაზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელზეც პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ.

4-05-2025, 19:29
უკან დაბრუნება