TOP-NEWS.GE / ვინ აირჩევს თერჯოლიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს?

ვინ აირჩევს თერჯოლიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს?

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თერჯოლის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სადაც 4 დელეგატი აირჩიეს. ესენი არიან: 

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე- გოჩა ვერულაშვილი.

4. პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თერჯოლის ადგილობრივ ორგანიზაციის აქტივის კოორდინატორი - სოსო ჩაფიჩაძე.

არჩეულმა დელეგატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ 7 მაისს ჩანიშნულ პარტიის ყრილობაზე. დელეგატები პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს აირჩევენ.

4-05-2025, 19:13
უკან დაბრუნება