ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები დამსაქმებელი კომპანიისგან ორი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
“უკვე 66 დღეა უწყვეტ პროტესტში ვართ.
პროტესტი მიმდინარეობს ოთხი უსამართლოდ დაკავებული მაღაროელის და ექვსი მოშიმშილის ფონზე.
პროტესტის მიმდინარეობისას არაერთხელ გავაჟღერეთ მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს როგორც შორს მიმავალ პერსპექტივებს, ისე ახლავე შესასრულებელ პირობებს.
მაგალითად, კომპანიას ამ დრომდე არ დაურიცხავს მარტისა და აპრილის სახელფასო ანაზღაურების 60%.
ამ საკითხზე არ საუბრობს არც კომპანია და არც პროფკავშირი.
მეგობრებო, ეს ჩვენი დამსახურებული ხელფასია და აუცილებლად მოსათხოვია.
ჩვენმა ინტენსიურმა და მასობრივმა გამოსვლებმა უკვე გამოიღო შედეგი — დაირიცხა ორი თვის ხელფასი.
ახლა კიდევ ორი თვის ანაზღაურებაა დასარიცხი.
ფაქტია — არც კეთილი ნება აქვთ და არც პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთ მხარეს გამოდით და მოვითხოვოთ ყველამ ერთად!
შეგახსენებთ, რომ ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეიბს მობრძანდით კარავში და დადექით სიმარათლის მხარეს მშრომელების მხარეს უსამართლოდ დაჭერილი ბიჭების მხარეს,”-აცხადებენ გაფიცულები.
ჭიათურის მაღაროებში სამუშაოების განახლების მიზნით, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” აქტიურად საქმიანობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება და რეორგანიზაციის პროცესი. კომპანიის გეგმით, სამუშაოები 15-20 ივნისის პერიოდში უნდა განახლდეს.