TOP-NEWS.GE / რა აჩვენა ჭიათურის მაღაროების შემოწმებამ?

რა აჩვენა ჭიათურის მაღაროების შემოწმებამ?

ჭიათურაში წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ტექნიკურმა ჯგუფმა მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. 

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, ითხვისის მაღაროს დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პირველ უბანზე საჭიროა გადამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რის შემდეგაც მოპოვების პროცესი აღდგება. 

“ხოლო მესამე უბანზე არსებული მდგომარეობის კომპლექსურად შესწავლისთვის, პირველ ეტაპზე საჭიროა სრულად მოწესრიგდეს განიავების სისტემა.

მეორე ეტაპზე, დაიწყება აღდგენა-გადამაგრების პროცესი, რაც ჩამოქცეული მასების გამოტანას, დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მაღაროების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას გულისხმობს,”-აცხადებენ კომპანიაში.

ჭიათურის მაღაროებში სამუშაო პროცესის აღდგენა 15-20 მაისის პერიოდში იგეგმება. 

3-05-2025, 20:30
უკან დაბრუნება