“ქუთაისქალაქობის” ფარგლებში, “საპატიო ქუთაისელების” დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა.
ქუთაისის “საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა:
თამაზ გამსახურდიას - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს;
დეკანოზ თეიმურაზ არველაძეს - წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს;
შოთა ჯიშკარიანს - ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს;
ვახტანგ ცაგარელს - საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორს. პ