TOP-NEWS.GE / ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან

გაფიცული მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზის” სხვა თანამშრომლებს მოუწოდებენ, არ მოაწერონ ხელი რეორგანიზაციის პირობებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც ჭიათურაში მაისის ბოლოდან წარმოების განახლებას გეგმავს, სტრუქტურულ რეორგანიზაციას აუცილებელ პირობად თვლის. 

“თუ თავად დაწერთ გათავისუფლების წერილს, დაკარგავთ ყველანაირ უფლებას არა მხოლოდ იდავოთ ან მომავალში მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა, არამედ დაკარგავთ იმის შესაძლებლობასაც, რომ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელსაც გვიანონსებენ რეორგანიზაციის ფარგლებში. 

არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ გათავისუფლების წერილი. კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცოტა მაინც ერკვევა შრომის საკითხებში და ამას დაგიდასტურებთ,”-ამბობენ გაფიცულები. 

26-04-2025, 13:14
უკან დაბრუნება