TOP-NEWS.GE / ლენტეხი-მელე-კალა-უშგულის გზაზე ზვავსაშიშროებაა

ლენტეხი-მელე-კალა-უშგულის გზაზე ზვავსაშიშროებაა

ლენტეხი-მელე-კალა-უშგულის მიმართულებით ზვავების ჩამოწოლის გამო, გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო გზა ჩაკეტილია.

კერძოდ:
კალა-უშგულის მონაკვეთზე (178-183 კმ) მოძრაობა აკრძალულია. 

ლენტეხი-მელე-ცანის მონაკვეთზე გზა გახსნილია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილისთვის.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთი უამინდობის გამო, სავარაუდოდ მაისის ბოლოსთვის გაიხსნება.

25-04-2025, 14:10
უკან დაბრუნება