წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში გლოვაა. სოფელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, მეთორმეტეკლასელ სოფია ბანძელაძეს გლოვობს.
“ ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა.
ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტეკლასელი სოფია ბანძელაძე — მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა,მომავალს გეგმავდა…
ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს…
ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს- მშობლებს,ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს”.