TOP-NEWS.GE / “ქუთაისი 2010” საქართველოს თასს მეხუთედ დაეუფლა

“ქუთაისი 2010” საქართველოს თასს მეხუთედ დაეუფლა

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასი მოიგო. 

“ქუთაისი 2010" დღეს 3 გზის საქართველოს თასის მფლობელ "თსუს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. გუნდებს შორის შეხვედრა ანგარიშით 76-83, ქუთაისური კლუბის წარმატებით დასრულდა. 

“2014-2017-2019-2021 წლის შემდეგ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდი გამარჯვებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის-საქართველოს თასის მფლობელი გახდა! 

აღსანიშნავია, ქუთაისი მე-7 ედ არის თასის ფინალში და ეს მისი მე-5 მოგებაა.

მივულოცოთ გუნდის მთლიან შემადგენლობასა და გულშემატკივარს კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა,”-აცხადებენ საკალათბურთო კლუბში. 

16-04-2025, 21:19
უკან დაბრუნება