“ტორპედოს" ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი კრეიგ მური ესტუმრა. კრეიგ მური 10 სეზონის განმავლობაში შოტლანდიური "რეინჯერსის" ღირსებას იცავდა, იყო ამავე გუნდის კაპიტანი, მოიგო 6 ტიტული.
"რეინჯერსში" მისი გუნდელები საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, შოთა არველაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ. კარიერის განმავლობაში ითამაშა “ნიუკასლში”, “კრისტალ პალასში”, “გლადბახში”…ავსტრალიის ნაკრებში მან 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და რამდენჯერმე გუნდს უკაპიტნა.
კრეიგ მურმა საწვრთნელი ბაზა მოინახულა, დაესწრო მთავარი გუნდის მატჩს, ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.