საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს თასის ნახევარფინალში, ვიქტორ სანიკიძის აკადემიას დაუპირისპირდება.
მატჩს 15 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლე “თბილისი არენა” უმასპინძლებს.
გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრებად, ქუთაისის სპორტის სასახლიდან, 15 აპრილს, 12:30 საათზე ავტობუსი მოემსახურება.
ტრანსპორტირებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.