TOP-NEWS.GE / “მართლმსაჯულების სახლი” ქუთაისშია

“მართლმსაჯულების სახლი” ქუთაისშია

 
    „მართლმსაჯულების სახლი“ -სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრი უკვე ქუთაისშია. 

“მართლმსაჯულების სახლი” მოამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს. ადგილზე სპეციალური კურსის გავლა ასევე შეეძლებათ   მართლმსაჯულების თემებზე და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ჟურბალისტებს.  ჩატარდება სპეციალური მასტერკლასები  პოლიტიკური ჯურნალისტების პროფესიული მომზადებისთვის.

სამართლის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი რამდენიმე სკოლას მოიცავს:
1 მართლმსაჯულების სკოლა;
2 მედიისა და კომუნიკაციის სკოლა;
3 მედიაცია და ფსიქოლოგიის ცენტრი;
4. პოლიტიკური კამპანიის სკოლა;
5 საჯარო მოხელის სწავლების სკოლა.

“მართლმსაჯულების სახლში” ტრენინგებს გაუძღვებიან: 

1. სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია
2. მედია კომუნიკაციის ექსპერტი დოდო შონავა 
3. დიპლომატის სკოლის ხელმძღვანელი, ელჩი თედო ჯაფარიძე 
4. ფსიქოლოგი, მედიატორი ნანა ჩაჩუა
5. ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი -ლონდა თოლორაია 

გარდა ამისა, ქართველი და მოწვეული, უცხოელი მაღალი კლასის ექსპერტები მსმენელებს გაუზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.

 პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისების კვალდაკვალ, ცენტრის მსმენელები გაივლიან  პიროვნული ზრდის, ემოციური ინტელექტის განვითარებისა და მართვის, წარმატების მოტივაციის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, საჯარო და რიტორიკული ხელოვნების, კომუნიკაციის ოსტატობის სპეციალურ კურსებს. 
 
“მართლმსაჯულების სახლი” მიზნად ისახავს სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის მოამზადოს მაღალკვალიფიური სპეციალისტები, განუვითაროს მათ საუკეთესო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აღჭურვოს  იმ ეთიკური სტანდარტებით, პრინციპებითა და ნორმებით, რაც მათ პროფესიაში წარმატებულ შესვლასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. 

“მართლმსაჯულების სახლი”
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში, 8 ნომერში (კერძო სკოლა “მერმისი”-ს შენობა) მდებარეობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 558700727. 

12-04-2025, 22:14
უკან დაბრუნება