TOP-NEWS.GE / კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს მიმართავს

კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს მიმართავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს: 

“ძველად არ არსებობდა ადამიანი, რომელიც არ ინახავდა ვნების კვირას. ზოგიერთმა თქვენთაგანმა ვერ შეძლო აქამდე მარხვის დაცვა და აი ეკლესია კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, რომ ეს დღეები მაინც შევძლოთ და დავიცვათ.

ყველანი შევალთ უფლის სიხარულში! პირველებიც და უკანასკნელნიც მიიღებენ ჯილდოს! ყველანი დატკბებით რწმენის ფუფუნებით! ყველამ ისარგებლოს მადლიანი სიმდიდრით, აღდგომის სიხარულით.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!,”-ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

12-04-2025, 21:39
უკან დაბრუნება