ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა, რომელიც ქუთაისის მერიის ორგანიზებითა და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილების მიერ ჩატარებული საქალაქო კალიგრაფიის კონკურსის მომდევნო ეტაპია. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე.
მასტერკლასის ორგანიზება და ჩატარება უზრუნველყო ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ “ ,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.
მასტერკლასში მონაწილეობდნენ ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები ,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. მასტერკლასის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნებას, ხელით წერის კულტურის განვითარებას.