TOP-NEWS.GE / “საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემი ახდენილი ოცნებაა”

“საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემი ახდენილი ოცნებაა”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი თამარ კაპანაძე, რომელმაც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო სტიპენდია მოიპოვა, ამჟამად ჩეხეთში, მენდელის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს. 

“საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემი ახდენილი ოცნებაა, რომლის შესაძლებლობაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომეცა. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში  მივიღე უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო Erasmus+ პროგრამაში და მენდელის უნივერსიტეტში მესწავლა. ეს გამოცდილება ჩემთვის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული ზრდის თვალსაზრისითაც ძალიან ღირებული აღმოჩნდა. აკადემიური გამოცდილების მიღმა, მენდელის უნივერსიტეტში სწავლა უამრავ ახალ შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. გავიცანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, შევიძინე მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩავერთე აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში,”-ამბობს Erasmus+ პროგრამის სტიპენდიატი თამარ კაპანაძე.

11-04-2025, 23:59
უკან დაბრუნება