TOP-NEWS.GE / ქუთაისი-სათაფლიის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა

ქუთაისი-სათაფლიის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა

ქუთაისი-სათაფლიის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა. ავტობუსი ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გასვლის ინტერვალი 30 წუთია.

“ტრანსპორტი მიემართება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან (რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთა), რუსთაველისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით – სათაფლიის მიმართულებით. 
დაბრუნების მარშრუტიც იდენტურია.

მგზავრობის ღირებულება შეადგენს 1 ლარს. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათით,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

11-04-2025, 13:57
უკან დაბრუნება