გაუჩინარებული ავთანდილ ბოდოკიას ოჯახი 10 000 ლარს გადასცემს მას, ვინც ოჯახს მამაკაცის დაკარგულ ცხედარს მდინარე რიონში აპოვნინებს.
როგორც ცნობილია, 48 წლის მამაკაცი 2 მარტს გაუჩინარდა.
“მოწყალების სახით, ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს.
ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ
მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598228060
(პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა Tarasi Bodokia).
ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ და მაქსიმალურად გაავრცელოთ,”-ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.