TOP-NEWS.GE / კულტურის მინისტრი ქუთაისის თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი ქუთაისის თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრმა ქუთაისში კულტურის ობიექტები მოინახულა.

თინათინ რუხაძე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს და  ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სამომავლო შემოქმედებით პროცესებზე. 

ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაოები 2026 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც თეატრს ახლადრეაბილიტირებული შენობა ექნება.

თინათინ რუხაძემ თეატრების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა აღუთქვა.

5-04-2025, 21:45
უკან დაბრუნება