TOP-NEWS.GE / ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ხმაურია, ჟურნალისტებს არ უშვებენ

ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ხმაურია, ჟურნალისტებს არ უშვებენ

ჭიათურაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც გაფიცული მაღაროელების საკითხზე განცხადებების გაკეთება იგეგმება.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც ამ წუთებში ხმაურია, არ უშვებენ სხდომის
გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ისინი შენობის კიბეებზე რჩებიან. მათ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ეუბნება, რომ შენობაში ვერ შეუშვებს. 

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირი, რომელმაც სხდომაზე მედიის დაშვება შეზღუდა, კანონდამრღვევია და მასზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან საკრებულოს სხდომა კანონით  საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

4-04-2025, 14:19
უკან დაბრუნება