TOP-NEWS.GE / ტყიბულის ორ სოფელში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა

ტყიბულის ორ სოფელში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურასა და სოფელ სამტრედიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. მშენებლობის პროექტები “ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

150 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღები საჭირო ინვენტარით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყო. 

მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში, ჯამში, 25 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 3 ბაღის რეაბილიტაცია. პროექტები ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 61 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

2-04-2025, 15:37
უკან დაბრუნება