TOP-NEWS.GE / ხარაგაულის მერია სააღდგომოდ 1000 ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ხარაგაულის მერია სააღდგომოდ 1000 ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

 თათბირის ფარგლებში მერმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა. კერძოდ იმ სოციალურ პაკეტებზე, რომლებსაც მერია აღდგომის პერიოდში გასცემს.

მერის განცხადებით, ხარაგაულის მერია აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად 1000 ოჯახს დაეხმარება. დახმარება ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით გაიცემა, რაც კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებს შეეხება.

ასევე, მერმა წარმომადგენლებს დაავალა სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, რათა აღდგომის დღესასწაულზე გადააადგილება ყველა მოქალაქემ უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლოს.

თათბირი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას.

31-03-2025, 16:47
უკან დაბრუნება