TOP-NEWS.GE / ქუთაისში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 არსებული ინფორმაციით, 41-ე საჯარო სკოლის ეზოში განთავსებული ფიდერი აფეთქდა.

“ცეცხლის ჩაქრობის დროს ორმა პირმა ხელებზე მიიღო დამწვრობა და მესამე მძიმე მდგომარეობით თბილისში გადაიყვანეს. მე გვერდით კორპუსში ვცხოვრობ და შუქი კარგა ხანი იყო გათიშული,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

29-03-2025, 12:40
უკან დაბრუნება