TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო.

KIU-ში მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მან დამსწრე საზოგადოებას დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, ხოლო აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა. აბიტურიენტები პირადად შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და დაათვალიერეს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მეგზურობა გაუწიეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, უშუალოდ, უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

2025-2026 აკადემიური წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მომავალი წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ მედიცინის ერთწლიანი და დიზაინის სამწლიანი საბაკალავრო
პროგრამა გაიარონ. აღნიშნულ პროგრამებს ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი  ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს, რაც სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შანსს აძლევს. კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელიც ასევე ორმაგ დიპლომს ითვალისწინებს, ფსიქოლოგიის მიმართულებით არის. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა გერმანიის,  ბამბერგის უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

27-03-2025, 21:47
უკან დაბრუნება