TOP-NEWS.GE / სამტრედიაში უსახლკარო ოჯახებისათვის 4 სახლი შენდება

სამტრედიაში უსახლკარო ოჯახებისათვის 4 სახლი შენდება

სამტრედიაში, მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე, გასული წლის მსგავსად, 4 სახლი შენდება, ხოლო იგეგმება დამატებით 3 სახლის აშენება. 

“ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებული ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ საშუალება მიეცემათ სრულყოფილად მოახდინონ საზოაგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაცაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ასეთ ოჯახებს,”-აცხადებს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.

საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ, ან აქვთ ავარიული სახლები, თუმცა აქვთ საკუთრივ თავიანთ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 4 ოჯახს, ზაფხულის დასაწყისში ახალი სახლი ექნება.

27-03-2025, 18:59
უკან დაბრუნება