TOP-NEWS.GE / ცაგერში საუკუნის ქალს იუბილე მიულოცეს

ცაგერში საუკუნის ქალს იუბილე მიულოცეს

ცაგერის სოფელ ლასურიაშში მცხოვრები  ლოლა ჭოხონელიძე 100 წლის გახდა. 

საუკუნოვან ქალბატონს იუბილე მიულოცეს, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა. 

“ქალბატონო ლოლა წლების მანძილზე გახლდათ ლეჩხუმის მოწინავე მეაბრეშუმე, დღემდე უძღვება ოჯახურ მეურნეობას, ჰყავს 3 შვილი, 8 შვილიშვილი. იგი დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის სოფელში,”-ნათქვამია რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

27-03-2025, 15:29
უკან დაბრუნება