ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ დუნდუამ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „განტოლებების ამოხსნა სიმბოლურად და მისი როლი ხელოვნურ ინტელექტში“.
სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ ლექციაზე პროფესორმა განიხილა ხელოვნური ინტელექტის სამი ძირითადი მიდგომა: სტატისტიკური, სიმბოლური და ჰიბრიდული, რომლებიც აერთიანებს სტატისტიკური და სიმბოლური მეთოდების უპირატესობას. ყურადღება გამახვილდა თითოეული მიდგომის კონცეფციასა და გამოყენებაზე როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში. მოსწავლეებმა შეიმეცნეს განტოლებების სიმბოლურად ამოხსნის მეთოდი - პირველი რიგის ლოგიკაში, გააანალიზეს პრინციპები და მისი როლი ხელოვნური ინტელექტის განვითარების საქმეში. ასევე მოისმინეს, თუ როგორ გამოიყენება ეს მეთოდი ცოდნის წარმოდგენასა და დასკვნის გამოტანის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია ისეთი დისციპლინებისთვის, როგორებიცაა: ლოგიკური პროგრამირება, ავტომატური მტკიცებები და მათემატიკური მოდელირება.
შემეცნებით საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო.
KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.