TOP-NEWS.GE / მოლაშქრეთა კლუბი ხარაგაულში – ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის

მოლაშქრეთა კლუბი ხარაგაულში – ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის

 მოლაშქრეთა კლუბი ხარაგაულში – ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის! 

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოლაშქრეთა კლუბის – „ნაცნობი ბილიკი“ – პრეზენტაცია გაიმართა.

კლუბის პრეზენტაცია მამუკა ჭიპაშვილმა წარადგინა.

კლუბი ხარაგაულის კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო მის ფუნქციონირებას ტურიზმის მიმართულებით დასაქმებული სპეციალისტები განახორციელებენ.

“ეს დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ალპინისტთა კლუბთან, და შესაძლებელია, მათთან ერთად დავგეგმოთ ახალი ლაშქრობები ჩვენს ულამაზეს მთებში,”– ამბობს იზა ვეფხვაძე.

კლუბი გეგმავს თვეში 1-2 ლაშქრობას, მათ შორის მრავალდღიან ტურებს.

“ვეცდებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავნერგოთ, მოვისმინოთ ახალი იდეები და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად მათთვის საინტერესო ტურები დავგეგმოთ. ორიენტირებულები ვართ, რომ ჩვენი აქტივობები ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოვარგოთ,”– ამბობს მირიამ ყრუაშვილი. 

“ყველაზე მთავარია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ და ერთად საინტერესო თავგადასავლები განიცადონ. გისურვებთ წარმატებას ამ გზაზე!“ –  ასე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას სპარტაკ ლაცაბიძე

“ლაშქრობები არა მხოლოდ გასართობი, არამედ სასწავლო ხასიათის იქნება – ეს ცოდნა ცხოვრებაშიც გამოგადგებათ!“ –  აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა.

კლუბი, რომელშიც უკვე 32 წევრია, სრულ მზადყოფნაშია –  გიდები,  ტექნიკური ბაზა და  ინვენტარი უკვე ხელმისაწვდომია!

24-03-2025, 12:17
უკან დაბრუნება