TOP-NEWS.GE / საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. 

ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. 

მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. „დინამო არენაზე” იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

23-03-2025, 21:27
უკან დაბრუნება