TOP-NEWS.GE / 130 - ათასზე მეტ ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა სტანდარტების შესაბამის უწყვეტ წყალმომარაგებაზე

130 - ათასზე მეტ ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა სტანდარტების შესაბამის უწყვეტ წყალმომარაგებაზე

2022-2024 წლებში განხორციელებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ქვეყნის 130-მდე მდებარეობაში 344 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით, მათგან 130 - ათასზე მეტ ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა სტანდარტების შესაბამის უწყვეტ წყალმომარაგებაზე-ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2012 წელთან შედარებით 23-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სექტორისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი და 2025 წელს გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა საპროგნოზოდ 778,2 მლნ ლარი შეადგინა, როცა  2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 34 მილიონ ლარს უტოლდებოდა. 

23-03-2025, 13:03
უკან დაბრუნება