21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ქუთაისის კულტურის ცენტრში წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჰელადოსი".
ინტეგრირებულ თეატრში „აზდაკის ბაღი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პროფესიონალი მსახიობები ერთ სცენაზე თამაშობენ.
სპექტაკლს ესწრებოდნენ დაუნის სინდრომის მქონე ქუთაისელი ბავშვები, სხვა თანატოლებთან ერთად. სპექტაკლი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. პატარებს და მათ მშობლებს ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და პარლამენტარი ზაზა ლომინაძე შეხვდნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა და ეს კონკრეტული თარიღი 21–ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს.