ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამატებით 19 სოფელში ბუნებრივი აირი შევა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საპროექტო მომსახურების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გაზის საპროექტო სამუშაოები შემდეგ სოფლებში განხორციელდება:
➡️ მირონწმინდა;
➡️სარგვეში;
➡️ღორეშა;
➡️უბისა;
➡️საბე;
➡️საღანძილე;
➡️ზარანი;
➡️ვანი;
➡️ სხლითი;
➡️ დიდვაკე;
➡️ ლეღვანი;
➡️მარელისი;
➡️ბუდიანეთი;
➡️წყალაფორეთი;
➡️ლახუნდარა;
➡️ პატარა ვარძია;
➡️ ხონი;
➡️ბორი;
➡️ხიდარი.
“აღნიშნული საკითხი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის, პარლამენტარის- ბატონი პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით მოგვარდა. ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირების პროექტებთან დაკავშირებით, შესაბამის სამინისტროებთან აქტიურად მუშაობდნენ
ბატონი პაატა კვიჟინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ბატონი კობა ლურსმანაშვილი,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.