ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება.
21 მარტს, 16:00 სთ-ზე, წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები, ნოვაციური პროექტის „ქართული გალობის შესწავლა“ ფარგლებში, კონცერტს გამართავენ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.
გთხოვთ, გვეწვიოთ!