დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების მსურველებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
“სამსახურის ძიებისას გამოცდილების ნაკლებობა დაბრკოლებას გიქმნის?
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაგეხმარება შეიძინო გამოცდილება და ახალი პროფესია რეალურ სამუშაო გარემოში!
💼 რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა?
🔹 პრაქტიკულ გამოცდილებას;
🔹 ყოველთვიურ 400₾-იან სტიპენდიას;
🔹 კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
🔹 სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების შანსს.
დარეგისტრირდი და გადადგი პირველი ნაბიჯი დასაქმებისკენ!
📍 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ეწვიოთ სააგენტოს სერვისცენტრს ქუთაისში, შემდეგ მისამართზე - ნიუპორტის N19.
📢 ვაკანსიები:
📍 ქუთაისი:
◾️ კომპანია - აიპ აია ემპათია, პოზიცია - დღე-ღამის მომვლელი, მზარეული.
◾️ კომპანია - ი.მ ცაგულ შხიანი, პოზიცია - მკერავი;
◾️ კომპანია - ბინული 2008; პოზიცია - 1C სპეციალისტი, გაყიდვების სპეციალისტი, პრისელერი.
◾️ კომპანია - ჯორჯია სოუინგ კომპანი; პოზიცია - მკერავ მექანიკოსი, მეუთოვე, კონსტრუქტორ გამომჭრელი.
◾️ კომპანია - თავთუხი, პოზიცია - მცხობელი.
📍 ბაღდათი:
◾️ ინდ. მეწარმე ეკატერინე მერებაშვილი; პოზიცია - სტილისტი,”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.