TOP-NEWS.GE / რატომ უნდა ვესტუმროთ ხონის სოფელ ივანდიდს?

რატომ უნდა ვესტუმროთ ხონის სოფელ ივანდიდს?

ხონში ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ივანდიდი) მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ცენტრიდან 2 კმ-ის მოშორებით.
 
სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ხონი-სამტრედია. სოფლიდან 19 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის სადგური „სამტრედია“, 15 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელ ივანდიდში  მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის  ეკლესია, რომელიც მეოცე  საუკუნეში  აშენდა და 2005 წლიდან მოქმედი ტაძარია.

სოფელში ფუნქციონირებს პოლიმერების საწარმო, თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ავეჯის დამამზადებელი საამქროები.

სოფელში გაშენებულია კაკლოვანი (თხილი, ჩანდლერის-ჯუჯა ჯიშის ნიგოზი) და კენკროვანი (მოცვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი) კულტურების ბაღები. განვითარებულია სასათბურე მეურნეობა.

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი. სოფელი გაზიფიცირებულია, არის ასევე გარე-განათება და გაყვანილია ინტერნეტ-ქსელი.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ნაწილობრივ წყალგაყვანილობის სისტემით, ნაწილობრივ ადგილობრივი არტეზიული ჭებიდან.  

როცა ხონის მუნიციპალიტეტში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი იმერული ეზოებით, სახლებით  და  სტუმართმოყვარეობით. 

15-03-2025, 10:39
უკან დაბრუნება