TOP-NEWS.GE / "ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ"

"ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ"

სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.  

"ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია  34◦C,  36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  35◦C,  37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა  31◦C,  36◦C, მაღალმთაში  26◦C,  31◦C-მდე მოიმატებს. 

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

14-08-2023, 21:54
უკან დაბრუნება