TOP-NEWS.GE / შეზღუდვა ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე

შეზღუდვა ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე

შეზღუდვა ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დან 15 მარტის  ჩათვლით, ბაღდათის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე,  ქუთაისი (საღორია )-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთზე (ე.წ ვარციხის ტეკიდან საიმედომდე) მოძრაობა აიკრძალება დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილება შეეძლება ალტერნატიული გზით, ვარციხე- დიდველა- როხის მიმართულებით,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

11-03-2025, 19:53
უკან დაბრუნება