ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის,,
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია თებერვლის თვეში დიდთოვლობის დროს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის და თანადგომისთვის მადლობას უცხადებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და რწმუნებულის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტში ბაღდათის დელეგატს ზვიად შალამბერიძეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა აიპებს განსაკუთრებით კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლებს. სახანძრო- სამაშველო, სასწრაფო სამსახურებს და თავდაცვის ძალებს, სტიქიის დროს ასევე შეუჩერებლად მუშაობდნენ "ენერგო-პრო-ჯორჯია" , "სოკარი" და "თეგეტა მოტორსი".
გვინდა მადლიერება გამოვხატოთ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.