ქუთაისში "ქართული ლიგის" სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატზე ქუთაისის სკოლების მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება 38-ე საჯარო სკოლის გუნდმა "ქუთაისთან ახლოს" მოიპოვა.
ქუთაისის სასკოლო ჩემპიონატი იუმორში "ქართული ლიგა" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.