TOP-NEWS.GE / ზესტაფონში სპეცტექნიკა ცენტრალური მაგისტრალების დასუფთავებაზე მუშაობს

ზესტაფონში სპეცტექნიკა ცენტრალური მაგისტრალების დასუფთავებაზე მუშაობს

ზესტაფონის მუნიციპალური და ადგილობრივი ბიზნესის კუთვნილი სპეც ტექნიკა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალების დასუფთავებაზე მუშაობს. 

დიდთოვლობის შემდეგ  დარჩენილი თოვლის საფარისგან აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩები იწმინდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ქალაქის  მერი -ვასილ გველესიანი, მერის პირველი მოადგილე -გიორგი ჯუღელი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი -ლაშა პირველაშვილი.

მუნიციპალიტეტში შესაბამისი კომისიის მიერ, გრძელდება სტიქიის  შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღრიცხვა.

7-03-2025, 15:45
უკან დაბრუნება