DMO იმერეთი ბერლინის საეთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პოზიციონირებს.
“The world of travel lives here“ არის 2025 წლის ITB Berlin-ის დევიზი.
“მართლაც, ITB Berlin (Internationale Tourismus-Börse Berlin), როგორც ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, საშუალებას გაძლევთ გააცნოთ და გაიცნოთ მსოფლიოს ტურისტული ტენდენციები და შესაძლებლობები.
გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა. იგი ყოველწლიურად მასპინძლობს 10,000-მდე ექსპონენტს 180-ზე მეტი ქვეყნიდან. აქ თავს იყრიან ტურიზმის ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან, ტუროპერატორები, ავიაკომპანიები, სასტუმროები რომლებიც ვიზიტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ,”-აცხადებენ იმერეთის ტურიზმის ცენტრში.