რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა.
მარიკა ბენდელიანი გახლავთ ცაგერის მკვიდრი, 4 შვილის დედა, აქედან 3 ტყუპი ვაჟის, რომელიც დასაქმებულია მუნიციპალიტეტის მერიაში და გულმოდგინედ უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ნინო აფაქიძე, გახლავთ ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხი შვილის დედა, ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად მუშაობს ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
“დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. მინდა ყველა დედას გულწრფელად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ საუკეთესო მეგობრები და მრჩევლები თქვენი შვილებისთვის, გისურვებთ, რომ მუდამ გქონდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, მისცეთ თქვენს შვილებს მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად,”-ამბობს პაპუნა მარგველიძე.