მორიგი გადარჩენილი სიცოცხლე სტიქიით გამოწვეულ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში!
რამდენიმე წუთის წინ ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 51 წლის მამაკაცის ევაკუირება და მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
მამაკაცს ადგილზე ჩაუტარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.