ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ზესტაფონის სოფელ პატარა განთიადში შველას ითხოვდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ სოფელში გზა იყო ჩაკეტილი, რის გამოც ხანდაზმული ქალბატონის დახმარება ვერ ხერხდებოდა.
“მიუხედავად ურთულესი პირობებისა, გაწეული იქნა თითქმის შეუძლებელი სამუშაოები. ჩვენ შევძელით გზის გაწმენდა და ადგილზე მისვლა!
პაციენტთან უკვე მივიდნენ ექიმები და მაშველები, რომლებმაც ადგილზე აღმოუჩინეს პირველი დახმარება.
პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროებს დამატებით სამედიცინო დახმარებას.
ამჟამად მიმდინარეობს მისი ჰოსპიტალიზაცია სამაშველო ჯგუფის დახმარებით.
ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს.
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება,”-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე.