TOP-NEWS.GE / ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი  დირექტორი ჰყავს -  ,,შენგელია არენას"  ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს. 

ახალი დირექტორი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა,  მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ  ირაკლი შენგელიამ წარადგინეს.

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი  2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი  დეპუტატი, ფრაქცია ,,ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე", 2021 წლიდან დღემდე- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.

სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი  მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

28-02-2025, 21:27
უკან დაბრუნება