TOP-NEWS.GE / ქუთაისსა და წყალტუბოში საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეწყვიტა

ქუთაისსა და წყალტუბოში საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეწყვიტა

უამინდობის მიზეზით ქუთაისსა და წყალტუბოში და წყალტუბოში საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეწყვიტა. 

“ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 27 და 28 თებერვალს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 4 მარტიდან,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

“ა(ა) ი პ " წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში" შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ამინდის გაუარესების გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება 27 და 28 თებერვალს. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება მიმდინარე წლის 4 მარტს,”-აცხადებენ წყალტუბოს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

26-02-2025, 19:28
უკან დაბრუნება