ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, ყინულის მოედნის გადათოვლითი სამუშაოები ორი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
“სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ, რათა სპორტული ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს და შეუფერხებლად გაგრძელდეს ფუნქციონირება. პროცესში აქტიურად ჩაერთო და გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გადათოვლით სამუშაოებში მონაწილეობდა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი, კობა ფხაკაძე.
ყინულის მოედნის ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობს, ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
განსაკუთრებული მადლობა ყინულის მოედნის ტექნიკურ ჯგუფს, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის,”-აცხადებენ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში.