TOP-NEWS.GE / “ქუთაისში ა(ა)იპ "სპეცსერვისების " მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი”

“ქუთაისში ა(ა)იპ "სპეცსერვისების " მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი”

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების და ტროტუარების გაწმენდა, ბოლო დღეებში უხვად მოსული თოვლის საფარისგან-ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერია ავრცელებს. 

ა(ა)იპ "სპეცსერვისების " მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი. 

გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მუნიციპალური სამსახურები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

25-02-2025, 22:41
უკან დაბრუნება