TOP-NEWS.GE / ვანში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისაგან ქალაქისა და სოფლების გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

ვანში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისაგან ქალაქისა და სოფლების გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისაგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგრიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ესწრებიან. 
 
მობილიზებულია მერიის  ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომ წარმოქმნილი შეფერხება დროულად გადაიჭრას. შეუფერხებლად მუშაობს სამაშველო, გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
 
სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, ამ დროისთვის   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 14 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური გზების გასაწმენდად. 

24-02-2025, 16:28
უკან დაბრუნება